ჟვანიას სკოლა ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის სომხურენოვანი პედაგოგებისათვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს იწყებს

ჟვანიას სკოლა ახალციხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის სომხურენოვანი პედაგოგებისათვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს იწყებს

: 2017-07-21
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში, საჯარო სკოლის სომხურენოვანი პედაგოგებისათვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს ჩაატარებს.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა ხორციელდება ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სასწავლო პროცესში ჩაერთვება საჯარო სკოლის 11 პედაგოგი.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ჟვანიას სკოლა ახორციელებ 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (ლაგოდეხი, ახმეტა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, წალკა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) და 72 სოფელში.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით 2014 წლიდან დღემდე ისარგებლა 7,997 – მა მსმენელმა.