,,მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი

,,მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი"

: 2017-08-01
: სიახლეები

მეგობრობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჟვანიას სკოლამ ჩაატარა კონკურსი „მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი".  კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამაში ჩართულმა მსმენელებმა.

კონკურსი „მეგობრობა და ვეფხისტყაოსანი" facebook გვერდზე მიმდინარეობდა და 25 ივლისს დასრულდა.

დღეს ორი გამარჯვებული გამოვლინდა სათიკ აგაიანი და ვახტანგ აგაჯანიანი. სათიკი ნინოწმინდის სასწავლო ცენტრის მსმენელია, მან მოწონებების ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვა, ხოლო ვახტანგი წალკის რეგიონულ სასწავლო ცენტრში ეუფლება ქართულ ენას, იგი ჟიურის რჩეული გახდა. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით მოოქროვილი ვეფხისტყაოსანი" და სკოლის ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრები.

ჟვანიას სკოლა ულოცავს სათიკს და ვახტანგს გამარჯვებას და უსურვებს მათ წარმატებას, ხოლო ყველა კონკურსანტს მადლობას უხდის მონაწილეობისთვის.