ჟვანიას სკოლის ინიციატივით სოფელ თაქალოში ქართული ენის ღია გაკვეთილი ჩატარდა

ჟვანიას სკოლის ინიციატივით სოფელ თაქალოში ქართული ენის ღია გაკვეთილი ჩატარდა

: 2017-08-11
: სიახლეები

ჟვანიას სკოლის ინიციატივით სოფელ თაქალოში ქართული ენის ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

2017 წლის 11 აგვისტოს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის ბ1 დონის მსმენელთა ჯგუფთან ღია გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: „სად და როგორ ვატარებთ თავისუფალ დროს?".

გაკვეთილის მიზანი იყო კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება სახელმწიფო ენის სწავლების დროს.

გაკვეთილის ფარგლებში მსმენელებმა წარმოადგინეს თავისუფალ დროსთან დაკავშირებული პრეზენტაციები და სკოლის მიერ ორგანიზებული თავისუფალი დროის გატარების ამსახველი ფოტოკოლაჟი.

გაკვეთილს ესწრებოდნენ გამგეობის თანამშრომლები, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განვითარების კონსულტანტები, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორი და ადგილობრივი პედაგოგები.