სამუშაო ფორმატის შეხვედრები სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პედაგოგებსა და ადმინისტრატორებთან

სამუშაო ფორმატის შეხვედრები სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის პედაგოგებსა და ადმინისტრატორებთან

: 2017-09-06
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 5–8 სექტემბერს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, მართავს სამუშაო შეხვედრებს რეგიონული სასწავლო ცენტრების პედაგოგებსა და ადმინისტრატორებთან.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიის საკიხები, ასევე მოხდება ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება. პედაგოგები ჩაერთვებიან სავარჯიშოების ადაპტირებისა და დამატებით სასწავლო მასალებზე მუშაობის პროცესში. შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან პედაგოგთა შეფასების ახალ სისტემ. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე.

სამუშაო შეხვედრებს გაუძღვებიან კონსულტანტი სასწავლო დარგში კონსტანტინე სირბილაძე, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკა ომიაძე, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის კონსულტანტი ლია ცერცვაძე და სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის განვითარების კონსულტანტი მაია გოზალიშვილი.