კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამის მიზანია, მსმენელი გახდეს კონკურენტუნარიანი და შეიძინოს ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა მაღალ ტექნოლოგიურ გარემოში მანევრირებისათვის, რაც საშუალებას მისცემს მათ, თავისუფლად შეძლონ ელექტრონულ ფორმატში საქმის წარმოება, პროფესიული ცოდნის ამაღლება Web ტექნოლოგიების გამოყენებით, მარტივი კომუნიკაციის დამყარება საჭირო დოკუმენტაციის გაცვლის მიზნით, შრომის ეფექტურობის გაზრდა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ხარჯზე, უწყვეტი განათლების კონცეფციის ფარგლებში დაწინაურება და პიროვნული ზრდა.