EN

მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს დაური ისმაილოვს და მერის პირველ მოადგილეს გიორგი გოდაბრელიძეს შეხვდნენ

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს დაური ისმაილოვს და მერის პირველ მოადგილეს გიორგი გოდაბრელიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა წარადგინეს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. დასასრულს მხარეები პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ეფექტიანი მმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

10 მარტი, 2026 • ვრცლად


მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ. მარნეულში გამართულ შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა სასწავლო პროცესში არსებული პრობლემები განიხილა და ტრენერებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სკოლა აქტიურად მუშაობს სასწავლო რესურსების განვითარებაზე, ახალი კურსების შემუშავებასა და არსებულის გაუმჯობესებაზე. თავის მხრივ, ტრენერებმა სკოლის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და პირადი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

10 მარტი, 2026 • ვრცლად