კონფიდენციალურობის პოლიტიკა/ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები
ზოგადი ინფორმაცია
წინამდებარე ვებგვერდი წარმოადგენს სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის- მისამართი: საქართველო, თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის l შესახვევი N6; საიდენტიფიკაციო ნომერი: 212852055, ტელ: (032) 2 472424 zspa@zspa.ge საკუთრებას. ორგანიზაცია თავად არეგულირებს ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს.
ვებგვერდზე სტუმრობით, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის/მომსახურების გამოყენებით, ასევე, თქვენი პერსონალური მონაცემების დაფიქსირებით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად ეთანხმებით ვებგვერდის გამოყენების წესებს და პირობებს.
წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს ორგანიზაციის მიერ, გარკვეული პერიოდულობით. აღნიშნული ცვლილებები ან/და განახლებული წესები და პირობები დაფიქსირდება მოცემულ ვებგვერდზე.
პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
შეგროვებული ინფორმაცია
წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების პროცესში, ჩვენი მომხმარებლების შესახებ შესაძლოა შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, დაინტერესების სფერო, საქმიანობის სფერო ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ემსახურება თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას ან/და მომსახურების გაწევას.
ინფორმაციის გამოყენების მიზანი
ჩვენი მომხმარებლების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგი მიზნებისთვის:
Ø თქვენთან ურთიერთობისთვის;
Ø თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ან/და თქვენთან თანამშრომლობის დამყარების მიზნით;
Ø ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ მომხმარებლების/პოტენციური მომხმარებლების მოსაზრების, რჩევებისა და რეკომენდაციების მიღებისა და დამუშავების მიზნით;
Ø მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, პრეტენზიებსა და საჩივრებზე რეაგირების მიზნით;
Ø ასევე ორგანიზაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების, მისი გაადვილების, ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკის, ორგანიზაციაზე მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების, თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნებით.
Ø ნებისმიერი სხვა ლეგიტიმური მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
ორგანიზაციის მიერ მომხმარებლებისგან შეგროვებული პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
ვებგვერდის მომხმარებლის უფლებები ვებგვერდის მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
Ø ა) მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება;ბ) იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ; გ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ; დ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო, თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე; ე) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
Ø გაეცნოს ორგანიზაციაში მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით;
Ø მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;
Ø გამოიხმოს თანხმობა - განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი);
Ø გააასაჩივროს - თუ მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებს, შეუძლია მიმართოს ორგანიზაციას მის საკონტაქტო არხებზე ან სსიპ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (ქ. თბილისი, ნ. ვაჩნაძის 7 ან ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. N 48) ან თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
ორგანიზაციამ მონაცემების დამუშავებისას შესაბამის პირთან ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შესრულების მიზნით შესაძლოა გამოიყენოს (დაიხმაროს) მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი მხარეთა შორის ურთიერთობისას მხარეები განუხრელად იცავენ კონფიდენციალურობის მაღალ სტანდარტს.
მონაცემები მუშავდება მხოლოდ ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის, კანონით განსაზღვრული პრინციპების და დადგენილი წესების დაცვით. ორგანიზაცია მონაცემებს ამუშავებს დამოუკიდებლად და მიმდინარე ეტაპზე ამ პროცესში არ იყენებს სხვა უფლებამოსილ (მესამე) პირ(ებ)ის მომსახურებას, თუმცა, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის პროცესში შესაძლოა მოხდეს ორგანიზაციისთვის უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და მათთვის წვდომის უფლების მინიჭება (მაგალითად, ვებგვერდის განახლების ტექნიკური სამუშაოების შესრულების ფარგლებში). ასეთ შემთხვევაში, მონაცემების გამჟღავნება/მათზე წვდომის უფლების მინიჭება მოხდება მხოლოდ ორგანიზაციასა და შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირის ვალდებულება - მონაცემები დაამუშაოს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული მიზნებით და კანონით დადგენილი პრინციპებისა და წესების დაცვით.
ვებგვერდის მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვებგვერდის მომხმარებლის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
Ø სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
Ø საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
Ø დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
Ø ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
Ø მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
Ø მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
Ø სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
Ø სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
ვებგვერდის მომხმარებლის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, ორგანიზაციის გადაწყვეტილება ვებგვერდის მომხმარებელს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.
მონაცემების შენახვის ვადა:
ზოგადი წესის თანახმად მონაცემების შენახვა ხორციელდება არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან/ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 3 წლისა (გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, ვადის გამოანგარიშებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესი), ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გარკვეული კატეგორიის მონაცემთა (დოკუმენტთა) მონაცემთა შენახვის ვადა შეიძლება იყოს ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისი და მოქმედი კანონმდებლობა შესაძლოა ითვალისწინებდეს მონაცემთა შენახვისთვის უფრო მეტ ვადას. თუმცა ყოველი ასეთი შემთხვევის არსებობისას მონაცემების მიზნის მიღწევის შემდგომ მოხდება არსებული მონაცემების განადგურება, მისი აღდგენის გარეშე.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს ორგანიზაციას და განახორციელოს მისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებების რეალიზება.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი ვიზიტორების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენთვის გამჟღავნებული ინფორმაცია წარმოადგენს ინფორმაციის გამცემი პირის ერთპიროვნულ და ექსკლუზიურ საკუთრებას.
ორგანიზაცია უზრუნველყოფს თქვენს მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, ორგანიზაცია იხსნის პასუხისმგებლობას თქვენს მიერ ორგანიზაციისთვის ინფორმაციის მოწოდების დროს, მესამე პირების მხრიდან თქვენი მონაცემებთან არასანქცირებულ წვდომაზე.
ორგანიზაციის მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენი წინასწარი თანხმობით, ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სხვა სახელმწიფოსთვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემების გადაცემა ორგანიზაციის მიერ ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადაეცემა.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის ლოგოები, სავაჭრო ნიშან(ებ)ი და ყველა სხვა მასალა წარმოადგენს ორგანიზაციის ინტელექტუალურ საკუთრებას. დაუშვებელია წინამდებარე ვებგვერდის შინაარსის, ლოგოების, ნიშნების და სვა მასალის მთლიანად ან ნაწილობრივ კოპირება, გამოყენება, გადაცემა ან შენახვა.
ორგანიზაციის პასუხისმგებლობა
ორგანიზაცია პასუხისმგებელია მისი უშუალო ბრალით დამდგარ პირდაპირ და დადასტურებულ ზიანზე. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა ნებისმიერი არაპირდაპირი ზიანისთვის და მიუღებელი შემოსავლისთვის პირდაპირ გამოირიცხება.
ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე / ზარალზე, რაც არ არის გამოწვეული ორგანიზაციის უშუალო ბრალეული ქმედებით. მათ შორის, ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანზე და ზარალზე, რაც გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსების ზემოქმედებით, კიბერშეტევებით, ასევე ყველა შემთხვევაზე, სადაც გამოირიცხება ორგანიზაციის ბრალეულობა და ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი წინაპირობები.
გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზაცია არ იძლევა გარანტიას ვებგვერდის უწყვეტ და უსაფრთხო მუშაობასთან და წვდომასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი რისკები, გთხოვთ, მიიღოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები.
საკონტაქტო ინფორმაცია
წინამდებარე წესებთან და პირობებთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებულ საკონტაქტო არხებზე.
ორგანიზაციას ყავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელსაც მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს განცხადებით, მისი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების რეალიზების მიზნით მის მეილზე წერილობით, ოფიცერი მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნაზე, მიმართვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს პასუხს, ოფიცრის მონაცემები: - შპს ელდი კონსალტინგი ჯეო (ს/ნ 432554167) საკონტაქტო მეილი: ldconsultinggeo@gmail.com.
.
პოლიტიკის განახლება და დამატებითი ინფორმაცია:
პოლიტიკის ეს დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას.

