EN

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, თანამშრომლებს 2026 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, თანამშრომლებს 2026 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. დავით გიორგაძემ, სკოლის განვითარების მიზნით, განსახორციელებელ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, გასული წლის საქმიანობა და მიღწეული შედეგები შეაჯამა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დირექტორმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თანამშრომელთა მოსაზრებები, შეფასებები და ინიციატივები მოისმინა.

26 დეკემბერი, 2025 • ვრცლად


დავით გიორგაძემ გასვლით სამუშაო შეხვედრაში - „ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა“ - მიიღო მონაწილეობა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, დავით გიორგაძემ გასვლით სამუშაო შეხვედრაში - „ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა“ - მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ შეხვედრას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დავით გიორგაძემ სტუდენტებს სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბრისას მან სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დისკუსიის ფარგლებში სკოლის დირექტორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მათი პოზიციები მოისმინა. აღნიშნული შეხვედრა ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ პროექტის: „საქართველოს სტუდენტების ეთნოსთაშორისი ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში იმართება, რომელიც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

22 დეკემბერი, 2025 • ვრცლად