|
: 2026-03-10 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი და დირექტორის
მოადგილე, ლევან ქარუმიძე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს დაური ისმაილოვს და
მერის პირველ მოადგილეს გიორგი გოდაბრელიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა
წარადგინეს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის
გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტსა
და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
დასასრულს მხარეები პარტნიორობის
გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ეფექტიანი მმართველობის
გაძლიერებას შეუწყობს ხელს.