EN

სკოლაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში დასაქმების მსურველებმა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განაცხადი უნდა წარადგინონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ( www.hr.gov.ge )


 

კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საპრეტენზიო კომისიას (საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილების შესაბამისად).


სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ 2026 წლის 29 თებერვალსა და 24 მარტს ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge გამოცხადდა კონკურსი სკოლის საშტატო თანამდებობათა დასაკავებლად:


 

  1. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ადმინისტრაციული სამსახურის ლოჯისტიკის სპეციალისტი (1 ვაკანსია)
  2. სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის სასწავლო ცენტრების მონიტორინგის სპეციალისტი (1 ვაკანსია)