|
: 2026-03-27 : სიახლეები |
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთათვის სახელმწიფო ენის სწავლების გზით საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხი განიხილეს და ბენეფიციართა საჭიროებებზე, სასწავლო პროცესში გამოკვეთილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ჟვანიას სკოლა 2017 წლიდან საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთათვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას ახორციელებს.