EN

სახელმწიფო ენის პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა ტექნოპარკი მოინახულეს

სახელმწიფო ენის პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა ტექნოპარკი მოინახულეს

: 2026-04-29
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის დარგობრივი კურსის „IT ტექნოლოგიების, ვებდიზაინისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით" მსმენელებმა თბილისის ტექნოპარკი მოინახულეს.


ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ჯობავა შეხვდა და სააგენტოს საქმიანობისა და IT მიმართულებებით სახელმწიფო პროგრამების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.


შეხვედრის შემდეგ, მსმენელებმა ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab) და სტარტაპების სამუშაო სივრცეები დაათვალიერეს.


ახალი სასწავლო კურსი UNESCO-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მასში ასზე მეტი მონაწილეა ჩართული.