EN

გარდაბანში ზურაბ ჟვანიას სკოლის ღია კარის დღეები გაიმართა

გარდაბანში ზურაბ ჟვანიას სკოლის ღია კარის დღეები გაიმართა

: 2026-04-30
: სიახლეები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიასა და ყარაჯალაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ღია კარის დღეები გაიმართა.


შეხვედრაზე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ჩაკვეტაძემ ადგილობრივ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სკოლის პროგრამები, კურსები, სწავლების ფორმატი და სასწავლო მასალები გააცნო.


აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის სწავლება მიმდინარეობს როგორც რეგიონულ ცენტრებში, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით.


ნინო ჩაკვეტაძემ შეხვედრის მონაწილეებს პროგრამაზე რეგისტრაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.