EN

ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლასა და მონტენეგროს HRMA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლასა და მონტენეგროს HRMA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

: 2026-05-06
: სიახლეები


ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და მონტენეგროს ადამიანური რესურსების მართვის უწყებას (HRMA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, კვიპროსის რესპუბლიკის დედაქალაქში, ნიქოზიაში გაიმართა.


მემორანდუმს ხელი მოაწერეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა და მონტენეგროს ადამიანური რესურსების მართვის უწყების დირექტორმა, აგრონ ცამაიმ.


მემორანდუმის მიზანია ორგანიზაციებს შორის საჯარო მართვისა და ადმინისტრირების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე, ეფექტიანი სასწავლო მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: ზურაბ ჟვანია სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე, ლევან ქარუმიძე, HRMA-ს დირექტორის მოადგილე ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, ზემკა სტრიკოვიჩი და HRMA-ს საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, მილიცა ნიკოლიჩი.