EN

ჟვანიას სკოლამ DISPA-ს საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ჟვანიას სკოლამ DISPA-ს საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

: 2026-05-09
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა მოადგილე ლევან ქარუმიძესთან ერთად ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


ქსელის შეხვედრა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯრომარე ქვეყნის - კვიპროსის რესპუბლიკის მასპინძლობით, ქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.


შეხვედრის მთავარი თემა იყო - „სტრატეგიული სწავლების ფუნქცია - სწავლა და განვითარება, როგორც რეფორმებისა და ინოვაციების მამოძრავებელი ძალა".


შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით უახლესი მიდგომები განიხილეს და ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი ასევე შეეხო ამ კუთხით იდენტიფიცირებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებს.


ჟვანიას სკოლა 2015 წლიდან ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის წევრია და ქსელის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს