EN

ჟვანიას სკოლაში გრაფიკული და ვებ-დიზაინის კურსები 85-მა მსმენელმა წარმატებით გაიარა

ჟვანიას სკოლაში გრაფიკული და ვებ-დიზაინის კურსები 85-მა მსმენელმა წარმატებით გაიარა

: 2026-05-16
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, UNESCO-ს მხარდაჭერით, პროექტი - „უნარების განვითარების გზით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა მოთხოვნად მიმართულებებში" - წარმატებით დაასრულა.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული 60-საათიანი ტრენინგ-კურსი გრაფიკული დიზაინის, ვებ-დიზაინისა და IT ტექნოლოგიების მიმართულებით, 85-მა მსმენელმა წარმატებით გაიარა.


პროექტი მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პროფესიული და ენობრივი უნარების გაძლიერებას, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.


აღსანიშნავია, რომ გრაფიკული დიზაინის, ვებ-დიზაინისა და IT ტექნოლოგიების მიმართულებით კურსის გავლა ჟვანიას სკოლაში კვლავ შესაძლებელია ყველა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის.