|
: 2026-05-19 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას საჯარო მართვისა და
ადმინისტრირების პროგრამის მიმართულებით შემუშავებულ საჯარო მოხელეთა საორიენტაციო
კურსზე.
სასწავლო პროცესის ფარგლებში,
მონაწილეები გაეცნობიან საჯარო სექტორში მიმდინარე მოვლენებს. კურსის მიზანია:
• საჯარო სამსახურის სისტემის
ფუნდამენტური პრინციპების შესწავლა;
• საჯარო ფინანსების მართვის,
ბიუჯეტირებისა და სახელმწიფო შესყიდვების ძირითადი მექანიზმებისა და სამართლებრივი
ჩარჩოების შესახებ ინფორმაციის მიღება;
• ელექტრონული დოკუმენტბრუნვის
სიტემების გაცნობა.
კურსის ხანგრძლივობა 14 საათია.
კურსი განკუთვნილია როგორც მოქმედი საჯარო მოხელეებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, ვინც
სამომავლოდ საჯარო სექტორში დასაქმებას გეგმავს.