EN

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო

: 2026-05-26
: სიახლეები

ჟვანიას სკოლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაიწყო.


კვირეულის ფარგლებში სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.


ღონისძიებაზე თემატური ფილმის ჩვენება მოეწყო, რის შემდეგაც, მონაწილეებმა დამოუკიდებლობის მოპოვების მნიშვნელობისა და მისი ისტორიული შედეგების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.


აქტივობების მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის ქვეყნის ისტორიის უკეთ გაცნობა იყო.