|
: 2026-05-27 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი ახალციხის
მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ნოდარ ტატალიშვილს და საკრებულოს
თავმჯდომარე საბა კბილაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა
ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა და მასში შემავალი
კურსები გააცნეს.
თავის მხრივ, ნოდარ ტატალიშვილი
და საბა კბილაშვილი არსებული კურსებით დაინტერესდნენ და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა
გამოხატეს.