EN

შეხვედრა ახალციხეში მსმენელებთან და ტრენერებთან

შეხვედრა ახალციხეში მსმენელებთან და ტრენერებთან

: 2026-05-27
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და ტრენერებს შეხვდა.

მარიამ კობიაშვილმა დარგობრივი ენის კურსის IT ტექნოლოგიების, ვებდიზაინისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

ტრენერებთან სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სკოლის დირექტორმა სახელმწიფო ენის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მათ მადლობა გადაუხადა. ამასთანავე, მან ახალი კურსების შემუშავებასა და არსებულის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ, ტრენერებმა სახელმწიფო ენის სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.