EN

ნინოწმინდაში დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

ნინოწმინდაში დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

: 2026-05-28
: სიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს.

 საგანმანათლებლო აქტივობები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებთან გაიმართა. აქტივობის ფარგლებში, ბენეფიციარებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე — „ჩემი თვალით დანახული საქართველო".

 პრეზენტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებაზე, ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებზე, ასევე თავისუფლების და ერთიანობის მნიშვნელობაზე.

.