EN

საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში მორიგი სასწავლო კურსი დასრულდა

საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში მორიგი სასწავლო კურსი დასრულდა

: 2026-06-02
: სიახლეები

მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საბაზისო პროგრამა - „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" წარმატებით დასრულდა.


საბაზისო პროგრამა დმანისის, ასპინძისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა წარმატებით გაიარეს.


აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საჯარო მოხელეების პროფესიულ განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. ის განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის.