|
: 2026-06-09 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ღია კარის დღე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის
სოფელ სამშვილდეში გაიმართა.
შეხვედრაზე სახელმწიფო ენის
სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ნინო ჩაკვეტაძემ ქართული ენის ცოდნის
მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის
სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა და მის ფარგლებში შეთავაზებული კურსები გააცნო.
სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა
და მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, მსგავსი შეხვედრები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ
რეგიონებში კვლავ გაიმართება.