|
: 2026-06-17 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ენის სწავლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საზოგადოებრივ ინტეგრაციას.