EN

ჟვანიას სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე -

ჟვანიას სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - "შრომის უსაფრთხოების საფუძვლები"

: 2026-06-16
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „შრომის უსაფრთხოების საფუძვლები", რომლის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან აღნიშნული მიმართულებით შემდეგ საკვანძო საკითხებს:

 

• რა არის შრომის უსაფრთხოება;

• დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებები და ვალდებულებები;

• შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა;

• რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე;

• პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის;

• შრომის ინსპექციის მუშაობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

 

კურსის გავლა შესაძლებელია, როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 6 საათია. კურსის ღირებულება დისტანციური სწავლების შემთხვევაში 180 ლარია (ერთ მსმენელზე), პირისპირ - 342 ლარი (ერთ მსმენელზე).