EN

ჟვანიას სკოლისა და ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ პირველი ეტაპი დაიწყო

ჟვანიას სკოლისა და ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ პირველი ეტაპი დაიწყო

: 2026-06-30
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში" პირველი ეტაპი დაიწყო.

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე საჯარო მმართველობის სიტემის გაცნობა და საჯარო სამსახურის განვითარება.

„ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში - შესავალი კურსის" ფარგლებში თბილისის, ქუთაისის, ფოთის, გურჯაანის, ამბროლაურის, ბოლნისის, დმანისის, გორისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ.

შესავალი კურსი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მონაწილეთა მომზადებას 5-დღიანი ინტენსიური პრაქტიკული ტრენინგისთვის, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ლუდოვიკას უნივერსიტეტში გაიმართება.