EN

ჟვანიას სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – „სკოლის სტრატეგიული და ადმინისტრაციული მართვა“

ჟვანიას სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – „სკოლის სტრატეგიული და ადმინისტრაციული მართვა“

: 2026-07-21
: სიახლეები

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – „სკოლის სტრატეგიული და ადმინისტრაციული მართვა".

კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

• სტრატეგიული მენეჯმენტი;

• მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვა;

• საქმისწარმოება და დოკუმენტბრუნვა;

• ადამიანური რესურსების მართვა;

• მოსწავლის, მშობლისა და სკოლის პერსონალის კანონიერი უფლებები და ძალადობის პრევენცია.

კურსის გავლა შესაძლებელია როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 22 საათია.

სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური ფორმატის შემთხვევაში 440 ლარია, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში – 660 ლარი.

განაცხადების მიღება 20 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს.