EN

თბილისის სასწავლო ჯგუფების სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის სასწავლო ჯგუფების სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებთან შეხვედრა გაიმართა

: 2026-07-21
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი, დირექტორის მოადგილე ზაზა ჭელიძე და სკოლის წარმომადგენლები თბილისის სასწავლო ჯგუფების სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებსა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარების მიმართულებებზე.

თავის მხრივ, ტრენერებმა სკოლის წარმომადგენლებს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული გამოცდილება, საჭიროებები და არსებული გამოწვევები გაუზიარეს.