EN

პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ მეორე ეტაპი დასრულდა

პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში“ მეორე ეტაპი დასრულდა

: 2026-07-21
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში" მეორე ეტაპი დასრულდა.

ლუდოვიკას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში გენერალურმა დირექტორმა ლილიანა შმიემ და საჯარო ადმინისტრაციის შემდგომი გადამზადების ინსტიტუტის დირექტორმა ბალაჟ კლოტსმა პროექტის მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სექტორში ლიდერული უნარების განვითარების, პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პროექტში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული ათი პირი მონაწილეობდა.