EN

ჟვანიას სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო სამსახურში“

ჟვანიას სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო სამსახურში“

: 2026-07-29
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო სამსახურში".

კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

• შესავალი ხელოვნურ ინტელექტში და გენერაციული AI;

• AI მოდელების მიმოხილვა და შერჩევა;

• მონაცემთა უსაფრთხოება და AI-ის შეცდომები;

• NotebookLM და ცხრილებთან მუშაობა.

კურსის გავლა შესაძლებელია როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 6 საათია.

სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური სწავლების ფორმატის შემთხვევაში 120 ლარია, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში – 180 ლარი.