EN

ჟვანიას სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ადამიანური რესურსების მართვა“

ჟვანიას სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ადამიანური რესურსების მართვა“

: 2026-07-29
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე - „ადამიანური რესურსების მართვა".

კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

• სტრატეგიული ადამიანური რესურსების მართვა;

• ადამიანური რესურსების მართვის ციკლი;

• თანამშრომელთა მოზიდვა;

• თანამშრომელთა სოციალიზაცია, ორგანიზაციული ორიენტაცია;

• შესრულებული სამუშაოს შეფასება;

• HR.gov.ge-ის და Ehrm-ის ადმინისტრირება;

• ორგანიზაციული კვლევები და HR მონაცემთა ანალიზი;

• HR ადმინისტრაციული საკითხები და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

კურსის გავლა შესაძლებელია როგორც პირისპირ, ასევე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 18 საათია.

სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური სწავლების ფორმატის შემთხვევაში 360 ლარია, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში - 540 ლარი.