საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კურსზე - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო სამსახურში" რეგისტრაცია სრულდება. აღნიშნული კურსი 25, 26 და 27 აგვისტოს დისტანციურ ფორმატში განხორციელდება. მისი ხანგრძლივობა 6 საათია.
სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური სწავლების ფორმატის შემთხვევაში 120 ლარია, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში - 180 ლარი.