გმირის დღესთან დაკავშირებით, სოფელ ფოკაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჟვანიას სკოლის მსმენელებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ეროვნული და კულტურული ფასეულობების პოპულარიზაცია იყო. მსმენელებმა დამსწრე საზოგადოებას თემატური ნამუშევრები და პრეზენტაციები წარუდგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი.