ჟვანიას სკოლა სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს.
სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - https://vacancy.hr.gov.ge
სტაჟირების პერიოდი: 2026 წლის 1 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან თბილისში.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 სექტემბერი.
აღსანიშნავია, რომ სტაჟირება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება.