EN

ჟვანიას სკოლასა  და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჟვანიას სკოლასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

: 2026-09-05
: სიახლეები
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ჟვანიას სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქაჯაიამ.

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელება.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ სააგენტოს ბანაკებსა და ჟვანიას სკოლის სასწავლო-სატრენინგო პროგრამებში ბენეფიციართა ორმხრივ ჩართულობასა და ინტეგრაციას.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ერთობლივი აქტივობების განხორციელების ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურასა და სასწავლო სივრცეებზე ორმხრივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.