|
: 2026-09-13 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მონაწილეობა მიიღო საქალაქო ღონისძიებაში – „ახალქალაქობა – 2026".
ღონისძიების ფარგლებში საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. სკოლის სტენდზე წარმოდგენილი იყო ბრენდირებული ნივთები და საინფორმაციო ბუკლეტები.
ღონისძიებაში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მონაწილეობა მიზნად ისახავდა ცნობადობის ამაღლებას, ბენეფიციარებთან უშუალო კომუნიკაციას და სკოლის პროგრამების პოპულარიზაციას.
სტენდი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და სკოლის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.