|
: 2026-09-24 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ეკატერინე სურმავამ.
მემორანდუმის მიზანია რეგიონებში მოსახლეობის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე ერთობლივი ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელებას.