|
: 2026-09-25 : სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალასა და მუღანლოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ღია კარის დღეები გაიმართა.
შეხვედრებზე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ნინო ჩაკვეტაძემ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სკოლის პროგრამები, კურსები, სწავლების ფორმატი და სასწავლო მასალები გააცნო, ასევე რეგისტრაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის სწავლება მიმდინარეობს როგორც რეგიონულ ცენტრებში, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით.
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.