EN

ჟვანიას სკოლამ ღონისძიებაში -

ჟვანიას სკოლამ ღონისძიებაში - "ნინოწმინდობა 2026" მიიღო მონაწილეობა

: 2026-09-29
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას „ნინოწმინდობა 2026" შეუერთდა.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის სტენდზე წარმოდგენილი იყო სკოლის ბრენდირებული ნივთები და საინფორმაციო ბუკლეტები.

სტენდი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და ჟვანიას სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების მონაწილეებისთვის გაიმართა საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებშიც ჟვანიას სკოლის მსმენელები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს სკოლის ბრენდირებული ნივთები საჩუქრად გადაეცათ.

ამასთან, სკოლის წარმომადგენლები პოტენციურ ბენეფიციარებს გაესაუბრნენ და მსურველები ადგილზე დაარეგისტრირეს.