|
: 2026-09-27 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ „დმანისობა – 2026"-ში მონაწილეობა მიიღო.
ჟვანიას სკოლის სტენდს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესტუმრნენ და სახელმწიფო ენის გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდა. სკოლის სტენდზე წარმოდგენილი იყო ბრენდირებული ნივთები და საინფორმაციო ბუკლეტები.
ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას სკოლის საქმიანობისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. დაინტერესებულ პირებს გააცნეს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის, ასევე საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამები და სკოლის კურსები. მსურველებს ადგილზე რეგისტრაციის შესაძლებლობაც ჰქონდათ.