|
: 2026-09-26 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მონაწილეობა მიიღო საქალაქო ღონისძიებაში „მარნეულობა - 2026".
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის წახალისების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა. სკოლის სტენდზე წარმოდგენილი იყო ბრენდირებული ნივთები და საინფორმაციო ბუკლეტები.
სტენდს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ და მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სკოლის წარმომადგენლებმა პოტენციურ ბენეფიციარებს სკოლის პროგრამები გააცნეს და დაინტერესებული პირები ადგილზე დაარეგისტრირეს.