|
: 2026-10-12 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას „ბოლნისქალაქობა 2026" შეუერთდა.
ღონისძიებაზე სკოლის სტენდზე წარმოდგენილი იყო ბრენდირებული ნივთები და საინფორმაციო ბუკლეტები.
სტენდი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, ქვემო ქართლის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათ ჟვანიას სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა, მათ კი სკოლის ბრენდირებული ნივთები საჩუქრად გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას სკოლის სასწავლო პროგრამები და კურსები გააცნეს.