EN

ჟვანიას სკოლის დირექტორმა DISPA-ს მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ჟვანიას სკოლის დირექტორმა DISPA-ს მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

: 2026-10-16
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტებისა და სკოლების დირექტორების ქსელის (DISPA) მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საჯარო სამსახურში ლიდერობის გაძლიერება იყო. ამ მიმართულებით ჟვანიას სკოლამ უნგრეთის საჯარო სამსახურის ლუდოვიკას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული ერთობლივი პროექტი — „ლიდერობა თანამედროვე საჯარო სამსახურში" — წარადგინა.

ჟვანიას სკოლა 2015 წლიდან DISPA-ს წევრია და მონაწილეობს ქსელის ყოველწლიურ შეხვედრებში, რომლებსაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა მასპინძლობს. ამასთანავე, სკოლა აქტიურად არის ჩართული ონლაინ ფორმატში გამართულ სხვადასხვა აქტივობაში.