|
: 2026-10-22 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ მონაწილეობა მიიღო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში.
ფორუმზე ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სკოლის საქმიანობა, სასწავლო პროგრამები და კურსები გააცნეს. დაინტერესებულ პირებს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეთავაზებული სასწავლო რესურსების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ჟვანიას სკოლასა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც რეგიონებში მოსახლეობის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებასა და შრომის ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.