EN

ქალაქ რუსთავის N18 და სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლებში ღია კარის დღეები გაიმართა

ქალაქ რუსთავის N18 და სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლებში ღია კარის დღეები გაიმართა

: 2026-10-30
: სიახლეები

ქალაქ რუსთავის N18 და სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლებში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ღია კარის დღეები გაიმართა.

შეხვედრებზე სკოლის დირექტორის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა და სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ნინო ჩაკვეტაძემ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სკოლის პროგრამები, კურსები, სწავლების ფორმატი და სასწავლო მასალები გააცნეს. მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესის შესახებ.

შეხვედრებზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო ენის სწავლება როგორც რეგიონულ ცენტრებში, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით მიმდინარეობს.