|
: 2026-10-30 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 20-საათიანი პრაქტიკული კურსის — „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეობრივი ჩართულობა" მსმენელები ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვივნენ. მათ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილი შეხვდა.
ვიზიტის ფარგლებში მსმენელები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სტრუქტურას, აპარატის მუშაობასა და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს გაეცნენ.
შეხვედრაზე მათ საკუთარი პროექტები და ინიციატივები წარადგინეს, რომლებიც ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების გადაჭრასა და რეგიონის განვითარებას უკავშირდებოდა. პრეზენტაციების შემდეგ მსმენელებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.