ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.
EN

ჟვანიას სკოლა საბაზისო პროგრამებზე აცხადებს მიღებას

ჟვანიას სკოლა საბაზისო პროგრამებზე აცხადებს მიღებას

: 2026-10-31
: სიახლეები

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში საბაზისო პროგრამებზე მიღებას აცხადებს:

„მოხელის მენეჯერული უნარები" — პროგრამის ხანგრძლივობაა 40 საათი. სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური სწავლების ფორმატით შეადგენს 800 ლარს, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში — 1 200 ლარს.

„პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" — პროგრამის ხანგრძლივობაა 24 საათი. სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური სწავლების ფორმატით შეადგენს 480 ლარს, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში — 720 ლარს.

პროგრამები განკუთვნილია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე რანგის საჯარო მოხელეებისთვის.