|
: 2026-11-04 : სიახლეები |
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვივნენ.
ვიზიტის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი შეხვდა. მსმენელები ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და სპეციფიკას გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული „რეგიონული საბჭო", რომელზეც მსმენელებმა საკუთარი ინიციატივები და საპროექტო იდეები წარადგინეს. წარმოდგენილი პროექტები რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და არსებული გამოწვევების გადაჭრას ისახავდა მიზნად.