ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.
EN

გალაკტიონ ტაბიძის იუბილესთან დაკავშირებით ჟვანიას სკოლის მსმენელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა

გალაკტიონ ტაბიძის იუბილესთან დაკავშირებით ჟვანიას სკოლის მსმენელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა

: 2026-11-18
: სიახლეები

გალაკტიონ ტაბიძის 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა.

მსმენელებმა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს და გალაკტიონის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

აქტივობების მიზანი იყო მსმენელების ქართული კულტურისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის გაცნობა, ქართული ენის პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში მათი ინტეგრაციის მხარდაჭერა.