|
: 2026-11-26 : სიახლეები |
თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებს უმასპინძლეს. მათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მსმენელებს წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის სპეციფიკა, სტრუქტურა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გააცნო. თინათინ ნიბლოშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას სამოქალაქო ინტეგრაციის, პროფესიული განვითარებისა და საჯარო მმართველობაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისთვის.
თავის მხრივ, ჟვანიას სკოლის მსმენელებმა ქართული ენის სწავლების პროცესზე, მიღებულ ცოდნასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა, მსმენელებმა კი მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა და სხდომათა დარბაზი.